მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ჯუდოში, სადაც გუნდურ შეჯიბრში ჩემპიონი საქართველოს შერეული ნაკრები გახდა.
საქართველომ ასპარეზობა 1/8 ფინალში დაიწყო, სადაც აზერბაიჯანი მარტივად 4-0 დაამარცხა, ხოლო შემდეგ ავსტრიას 4-1 აჯობა და 1/2 ფინალში გავიდა. ფინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში, საქართველოს ნაკრებმა გერმანიას 4-0 მოუგო და ფინალში გავიდა.
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრის ფინალური დაპირისპირება, სადაც ერთმანეთს საქართველო და იტალი დაუპირისპირდნენ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, ქართველების გამარჯვებით (4-3) და ოქროს მედლით დასრულდა.
შეგახსენებთ, 2025 წლის ჯუდოს ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალურ შეჯიბრებაში, საქართველომ 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა — ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ) და ილია სულამანიძე (-100 კგ) გახდნენ, ხოლო მეორე ადგილს ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) დასჯერდნენ.








