საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ავსტრიასთან წააგო

ჩვენმა გუნდმა ავსტრიას უმასპინძლა. დაძაბული მატჩი სტუმართა გამარჯვებით 25:27 დასრულდა.
საპასუხო შეხვედრა 12 მაისს ავსტრიაში გაიმართება, ორი მატჩის შედეგის გათვალისწინებით, გამარჯვებული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2025 წლის იანვარში ხორვატიაში, დანიასა და ნორვეგიაში გაიმართება.













