საქართველოს ნაკრები 21 თებერვალს თბილისში დანიას, ხოლო 24 თებერვალს, სერბეთს ბელგრადში შეხვდება.
დანიასთან მატჩი საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ევრობასკეტის საგზურს ზედიზედ მეექვსედ მოიპოვებს. წაგების შემთხვევაში, მხოლოდ საქართველოს მატჩები აღარ გადაწყვეტს საგზურის ბედს, აუცილებელი იქნება სერბეთში გამარჯვება, თან ისე, რომ დანიამ შინ ფინეთთან წააგოს.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ალექსანდარ ჯიკიჩი 17 თებერვალს იმ 14 კალათბურთელს დაასახელებს, რომელთაგანაც დანიასთან და სერბეთთან მატჩების შემადგენლობები დაკომპლექტება.
საქართველო - დანიის შეხვედრა თბილისი არენაზე 21 თებერვალს, 20:50 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ, TKT.GE-ზე იყიდება.








