იაპონიაში დასრულდა გრან პრის სერიის მეოთხე ეტაპი ფიგურულ ციგურაობაში - NHK Trophy. საქართველოს ნაკრების სპორტულმა წყვილმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ორი პროგრამის შედეგად 213,05 ქულა დააგროვეს და პირველი ადგილი დაიკავეს.
მოკლე პროგრამა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ 70,28 ქულით მეორე ადგილზე დაასრულეს, თავისუფალ პროგრამაში კი 142,77 ქულა დააგროვეს.

იაპონიაში, ფავორიტად ითვლებოდა მასპინძელი ქვეყნის სპორტული წყვილი, 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონები - იაპონელი მოციგურავეები რიკუ მიური და რიუჩი კიხარა, თუმცა საქართველოს ნაკრების წევრებმა გამარჯვების მოპოვება შეძლეს.










