საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის გუნდმა, პარიზის საერთაშორისო თაგ-რაგბის ტურნირი დაუმარცხებლად დაასრულა და ვერცხლის მედლებს დაეუფლა.
საქართველომ 7-იდან 5 შეხვედრა მოიგო და ორი ფრედ დაასრულა. ჩვენი გუნდი მხოლოდ შვეიცარიას ჩამორჩა.
შარშან საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის გუნდმა პარიზის ტურნირი 6 მოგებით და 1 ფრით პირველ ადგილზე დაასრულა. აღნიშნული გუნდი ორი წელია არსებობს და ჯერ თამაში არ წაუგია.








