საქართველოს ფუტსალის ნაკრებს პორტუგალიასთან და ფინეთთან ტექნიკური წაგება ჩაეთვალა

UEFA-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოს ნაკრების ღირსებას ფინეთთან და პორტუგალიასთან მატჩებში ლეგიონერები იცავდნენ, რაც რეგლამენტის დარღვევაა.
საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე ფინეთი თბილისში 5-2 დაამარცხა, ხოლო ტურკუში მატჩი ფრედ 3-3 დასრულდა. პორტუგალიასთან კი გასვლაზე 3-1 დამარცხდა და სახლში 2-1 მოიგო. სწორედ აღნიშნულ 4 შეხვედრაში ჩაეთვალა საქართველოს ტექნიკური წაგება.
პორტუგალიის და ფინეთის საჩივრის დაკმაყოფილების შემდეგ, საქართველოს ფუტსალის ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა.







