16 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ძირითადი რაუნდის დასკვნით მატჩს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდია ჯგუფის დაუმარცხებელ ლიდერს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩამდე, დღეს ჩვენმა გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში თამაშის უფლება 11 აპრილს, კოსოვოსთან გამარჯვებით მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)
წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბრუიძე (არმია), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი).
საქართველო - საფრანგეთის მატჩი 16 აპრილს, 19:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია








