ავთანდილ ასათიანის გუნდი, მეინ რაუნდის მეორე შეხვედრას 18 დეკემბერს, საფრანგეთის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. მატჩი თბილისის დროით, 00:15 საათზე დაიწყება.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში საქართველოს ნაკრები მეათე ჯგუფში ასპარეზობს, სადაც საფრანგეთისა და კოსოვოს გარდა, ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, მეორეადგილოსანი კი საგზურისთვის ბრძოლას პლეოფში გააგრძელებს.








