საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ბულგარეთს მოუგო

საქართველოს ნაკრებმა ანგარიში ნიკა ხარატიშვილის გოლით გახსნა, გიორგი ღავთაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ოთარ ბერეჩიკიძემ კი პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა.
შესახესებთ, ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნმდა, ბულგარეთს, 31 იანვარს, თბილისში 6:1 მოუგო.
მომდევნო მატჩს საქართველოს ფუტსალის ნაკრები 11 აპრილს, კოსოვოს წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. 16 აპრილს კი ჩვენი გუნდი მეინ რაუნდის დასკვნით შეხვედრაში საფრანგეთს უმასპინძლებს.
ოთხი მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 9 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინ რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, საგზურისთვის ბრძოლას პლეიოფში გააგრძელებს.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია








