დასრულდა 2024 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ხორვატიის დედაქალაქმა, ზაგრებმა, უმასპინძლა.
ტრადიციულად, დასკვნით საჭიდაო დღეს მედლები გუნდურ შეჯიბრებაში გათამაშდა, სადაც საქართველოს ნაკრები მოქმედი ჩემპიონის სტატუსით იყო.
ქართველმა ძიუდოისტებმა პირველი წრე დაისვენეს, ხოლო 1/4 ფინალში იტალიას 4:3 მოუგეს. 1/2 ფინალში საქართველომ მასპინძელი ხორვატია 4:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთთან 0:4 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ამრიგად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალურ შეჯიბრში 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო მოიპოვა და მედლების ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო გუნდური შეჯიბრი მეორე ადგილზე დაასრულა.