2025 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მე-4 ეტაპი ზუგდიდში ჩატარდა, სადაც გამარჯვებული სატურნირო ცხრილის ლიდერი, გიორგი გრიგალაშვილი გახდა.
გრიგალაშვილმა ასპარეზობა TOP 16-ში დაიწყო, სადაც 2013 წლის დრიფტის სერიების ჩემპიონი, გიორგი სარიშვილი დაამარცხა, TOP 8-ში კი გიორგი კოდუას აჯობა. TOP 4-ში მან თანაგუნდელს, ნუკრი სალიას აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ბადის მეორე მხრიდან ფინალში ირაკლი შალიკაშვილი გავიდა, რომელმაც პირველი ბრძოლა TOP 8-ში ჩაატარა და ლუკა ღარიბაშვილს მოუგო, ხოლო TOP 4-ში ჯეიჰუნ სულეიმანი დაამარცხა. ფინალურ დაპირისპირებაში გამარჯვება გიორგი გრიგალაშვილს დარჩა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა.
საქართველოს დრიფტის სერიების 2025 წლის სეზონის ბოლო, მე-5 ეტაპი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 12 ოქტომბერს გაიმართება და ჩემპიონი გამოვლინდება.


![[VIDEO] მამუკელაშვილის ეფექტური ჩატენვა გოლდენ სტეიტთან და აღფრთოვანებული დონჩიჩი!](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUmzhUm2InhVo7Dl21gAvk38J4XDQ0xwC.png&w=3840&q=75)
![[VIDEO] გოგა ბითაძის შესანიშნავი მატჩი კლივლენდ კავალიერსთან](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FzXJS73kW6E5kIn8sD00FNdsv4DUoJiqZ.jpg&w=3840&q=75)















