რამდენიმე წუთის წინ, თბილისშისაქართველოს და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საფრანგეთის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა და Six Nations-ის პრეზიდენტმა, აბდელატიფ ბენაზმა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დავით კაჭარავამ.
მემორანდუმი ორი ქვეყნის რაგბის კავშირებს შორის მრავალწლიანი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს.
ხელმოწერის ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში ოლივიე კურტო და ვეტერანი მორაგბეები.












