რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, წრიული რბოლის 2026 წლის საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი ჩატარდა და გამარჯვებულები გამოვლიდნენ.
პირველ რბოლაზე პოდიუმის უმაღლეს საფეხურზეთორნიკე მაისურაძე ავიდა, მეორე ადგილი გიორგი ბეჟიტაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამეზე შაკო ციხელაშვილი გავიდა. მეორე სესიაზე კი პირველი ადგილი გიორგი ბეჟიტაშვილმა აღარავის დაუთმო, მეორე ირაკლი კუხიანიძემ დააფინიშა, ხოლო შაკო ციხელაშვილი კვლავ მესამე პოზიციის მფლობელი გახდა.
ჩემპიონატის მე-4 ეტაპი ტრადიციულად რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 6 სექტემბერს ჩატარდება და მრბოლელებს მოსამზადებლად თითქმის ორი თვე ექნებათ. ფინალური, მე-5 ეტაპი კი 25 ოქტომბერს აიღებს სტარტს.











