საქართველოს ეროვნული ნაკრები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპში ჩაერთო. ალექსანდარ ძიკიჩის გუნდი, ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირს მარცხით იწყებს — ჩვენი ნაკრები რიგაში, მასპინძელ ლატვიასთან უშანსოდ, 55:83 დამარცხდა.
თორნიკე შენგელიას არყოფნაში, ჩვენმა ნაკრებმა ძალიან სუსტი პერფორმანსი შემოგვთავაზა. ლატვიამ ჩვენს ნაკრებს ყველა კომპონენტში აჯობა. საქართველოს მხრიდან, პარკეტზე საუკეთესო 14 ქულით სანდრო მამუკელაშვილი იყო. ლატვიას არტურს სტრაუტინსმა ულიდერა, რომელსაც 18-ქულიანი მატჩი ჰქონდა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ფილიპინებთან ჩაატარებს, კერძოდ 4 ივლისს, თბილისის დროით 16:30 საათზე. ძიკიჩის გუნდს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება.