სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგი მატჩი, სადაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ფინეთი მძიმე ბრძოლაში, 83:90 დაამარცხა და ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა! მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული მატჩი იხილა, სადაც ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა მეტოქე დამსახურებულად დაამარცხა.
ჩვენი გუნდიდან საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც ნაკრებს ულიდერა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. გამოცდილმა კალათბურთელმა 24 ქულა ჩააგდო, 6 მოხსნა შეასრულა და 5 შედეგიანი პასითაც გამოიჩინა თავი. ძალიან კარგი სადებიუტო მატჩი ჩაატარა კამარ ბოლდუინმა, რომელმაც 23 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს, რასაც 4 მოხსნა და 5 პასიც დაუმატა.
ზუსტად სამ დღეში, 24 ნოემბერს, საქართველო უკვე მასპინძლის სტატუსით დაუპირისპირდება ფინეთს. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია