საქართველომ ისტორია დაწერა, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. 26 მარტს, დინამო არენაზე გამართულ მატჩში, სანიოლის გუნდმა საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა. ამ ისტორიულ გამარჯვებას უცხოური პრესა ეხმაურება.
Reuters -
საქართველო ევრო 2024-ზე ითამაშებს. ისტორია დაიწერა. დაძაბულ ბრძოლაში მასპინძელმა გუნდმა პენალტები უკეთესად შეასრულა და საბერძნეთი მორიგი დიდი ტურნირის გარეშე დატოვა.
BBC Sport - პირველი დიდი ტურნირი, მათ ეს შეძლეს. საქართველო ევრო 2024-ზე ითამაშებს. პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ ჩვენ ხალხის ზეიმი ვნახეთ, ისინი მოედანზე ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნავდნენ ამ დიდ წარმატებას.
Sky Sports - საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა. ისტორია დაწერილია, საქართველო პირველად იასპარეზებს დიდ ტურნირზე, ისინი გერმანიაში მიემგზავრებიან.
Eurosport - ნიკა კვეკვესკირის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტი და საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა. ვილი სანიოლი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც საქართველო დიდ ტურნირზე გაიყვანა. თბილისში ხალხმა ეს წარმატება ერთად აღნიშნა.
FOX Soccer - ფანები ევრო 2024-ზე გასვლას ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნავდნენ, ისტორია ყველამ ერთად დაწერა. ხვიჩა კვარაცხელია და მისი გუნდი გერმანიაში მიემგზავრება. ეს ამ ქვეყნისთვის პირველი დიდი ტურნირი იქნება.
CBS Sports - საქართველომ საბერძენთს პენალტების სერიაში აჯობა. ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ზე ითამაშებს.
Daily Mail - პრემიერ ლიგის სამიზნე ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ზე ითამაშებს. საქართველომ საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
The Sun - გიჟური საღამო თბილისში, ქაოსი დინამო არენაზე და საქართველოს უდიდესი გამარჯვება. ისტორია დაწერილია, საქართველო ევრო 2024-ზე ითამაშებს.