საფრანგეთის თასის ნახევარფინალში გაიმართა დრამატული და სანახაობრივი მატჩი დიუნკერკისა და პსჟ-ს შორის, რომელიც პარიზელთა გამარჯვებით 2:4 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ პსჟ 2:0 აგებდა, თუმცა გუნდმა ძალები მოიკრიბა და ქამბექი შემოგვთავაზა. დემბელემ სხვაობა შეამცირა, მარკინიოსმა გაათანაბრა, დეზირე დუემ გუნდი წინ გაიყვანა, ბოლო წუთზე კი ყველაფერს წერტილი უსმან დემბელემ დაუსვა, რომელმაც დუბლი გაიფორმა.
აღნიშნული შეხვედრა პსჟ-ს ქართველმა ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაციების გამო გამოტოვა.
საფრანგეთის თასის ფინალში პსჟ-ს მეტოქე კანსა და რეიმსს შორის გამარჯვებული იქნება.