მატჩის დებიუტში, მე-13 წუთზე, კატალონიელთა შემტევმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მეტოქის კარი აიღო, თუმცა, VAR-მა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გაუქმდა.
თამაშგარეს ამოცნობის ნახევრად ავტომატურმა სისტემამ აჩვენა, რომ 36 წლის პოლონელი შემტევი რამდენიმე სანტიმეტრებით წინ იყო და შესაბამისად, გატანილი გოლი არ ჩაითვალა.
მატჩის შემდეგ ეპიზოდის დეტალური ფოტოები გავრცელდა, სადაც არ ჩანს რეალურად წინ იყო თუ არა ლევანდოვსკი.









