სანიოლი: "აიაქსში განცდილმა წარუმატებლობამ მიქაუტაძე გააძლიერა"

"მიქაუტაძე ნიჭიერი თავდამსხმელია, უბრალოდ ის გვიან გაიხსნა. აშკარაა, რომ ლიონის აკადემიაში რაღაც აკლდა. მან ძალიან ბევრი იშრომა იმისთვის, რომ იქ აღმოჩენილიყო, სადაც ახლა არის. აიაქსში წარუმატებლობა? - დიახ, ქართველმა ფორვარდმა იქ ვერ დაიმკვიდრა ადგილი, მაგრამ ის არ გამტყდარა, პირიქით.
ჟორჟი ამსტერდამიდან კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდა. ის საკუთარი თავის გადატვირთვის პროცესშია და ლოთარინგიელების ლიგა 1-ში დატოვებას ცდილობს", - განაცხადა ფრანგმა დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ "ლეს გრენატსის" ფორვარდმა, საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, უკვე 10 ბურთის გატანა მოასწრო.








