სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში რჩება! საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი მომდევნო სეზონშიც სან ანტონიო სპურსი ითამაშებს, მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა. 25 წლის ქართველი კალათბურთელი სპურსთან ახალ 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც, წელიწადში $2.2 მილიონ მიიღებს.
მამუკელაშვილი გასული სეზონის დასრულების შემდეგ, თავისუფალი აგენტი გახდა, შესაბამისად, სხვა გუნდებს შეეძლოთ მისთვის წინადადება გაეგზავნათ, თუმცა, სან ანტონიოს უფლება ჰქონდა იგივე პირობები დაეკმაყოფილებინა და სანდრო გუნდში დაეტოვებინა. როგორც პრესაში იწერება, გრეგ პოპოვიჩს მამუს შენარჩუნება სურდა, სწორედ ამის გამო, მხარეებმა ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს. სანდროს ევროპული ვარიანტებიც ჰქონდა, თუმცა მისთვის NBA-ში დარჩენა ყოველთვის პრიორიტეტული იყო.
სანდრო სპურსის ღირსებას ბოლო 2 სეზონია იცავს, რა დროშიც 65 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი სტატისტიკა ასე გამოიყურება: საშუალოდ 6.1 ქულა, 4.2 მოხსნა და 1.5 პასი.