ქართველი მხლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სამხრეთ კორეის დედაქალაქ, სეულში მიმდინარე გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორია.
ქართველმა სპორტსმენმა, ასპარეზობა T64-დან დაიწყო, 3 მოგებული ბრძოლის შემდეგ, მეოთხედფინალში ოლიმპიური ჩემპიონი და რეიტინგის ლიდერი, სამხრეთ კორეელი სან გუკ ოჰი 15:11 დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა, სადაც უნგრელ მოფარიკავეს კრისტიან რაბს დაუპირისპირდა. სანდრომ შეხვედრა 15:10 დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელია, ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორია. სანდრო 2023 წელს ევროპული თამაშების გამარჯვებული გახდა. ქართველი მოფარიკავის ანგარიშზე მსოფლიო თასის ეტაპებისა და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებაა.








