თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფარიკაობაში სანდრო ბაზაძე ფინალში იასპარეზებს.
ქართველმა ხმლით მოფარიკავემ ნახეფინალში ეგვიპტელი მოწინააღმდეგე აჰმედ ჰეშამი 15:10 დაამარცხა და ფინალში ჩემპიონობისტის იბრძოლებს. სანდრომ ასპარეზობა T64-დან დაიწყო, ჯერ პოლონელი მეტოქე გამოთიშა შეჯიბრებას, შემდეგ ამერიკელ უილიამ მორილს 15:10 მოუგო, მერვედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერს სძლია, მეოთხედფინალში ეგვიპტელ ზიად ელსისა 15:13 მოუგო.
ფინალური ბრძოლა თბილისის არენაზე 19:30 საათზე დაიწყება.ქართველი ფრანგ ჟან ფილიპ პატრისსა და იტალიელ ლუკა კურატოლის შორის გამარჯვრბულს დაუპირსპირდება.








