ფილიპო ინძაგი სალერნიტანას მალე დაემშვიდობება. კლუბის ხელმძღვანელობა აქამდეც უკმაყოფილო იყო მთავარი მწვრთნელის მუშაობით, ემპოლისთან შინ წაგების (1:3) შემდეგ კი, ყველაფერი საბოლოოდ დასრულდა. დარჩენილია მხოლოდ ოფიციალური განცხადების მოსმენა "გრანატას" უფროსობის მხრიდან.
პაულო სოუსას წასვლით, იტალიელი მწვრთნელი კამპანიურ გუნდს სათავეში ჩაუდგა 2023 წლის 10 ოქტომბერს და იმის შემდეგ, საერთო ჯამში 18 მატჩი ჩაატარა. ინძაგის გუნდმა მოიგო მხოლოდ 3 თამაში, 4 დაასრულა ფრედ, 11 კი წააგო. რაც შეეხება სერია ა-ს სატურნირო ცხრილს, გუნდი 13 ქულით, ბოლო ადგილზეა.
ისმის კითხვა: ვინ შეცვლის იტალიელ მწვრთნელს? განიხილება ორი კანდიდატი, დავიდე ბალარდინი და ლეონარდო სემპლიცი. შეგახსენებთ, რომ სალერნიტანა რიგით მე-7 კლუბია პიპოს სამწვრთნელო კარიერაში. რაც შეეხება ტიტულებს, მან სერია ბ-სა და სერია ც-ს ჩემპიონობა მოიპოვა ვენეციასა და ბენევენტოსთან ერთად.