საინსი: "2024 წლის სეზონის ბოლოს ფერარის დავტოვებ"

"2024 წლის სეზონის ბოლოს ჩემი და ფერარის გზები გაიყრება. წინ გრძელი სეზონი გველოდება და როგორც ყოველთვის, გუნდისთვის და გულშემატკივრებისთვის 100%-ით დავიხარჯები. სიახლე ჩემს კარიერასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გავრცელდება" - ნათქვამია ესპანელი მრბოლელის განცხადებაში.
კარლოს საინსმა გასულ სეზონზე ფერარის ბოლიდით 1 რბოლის მოგება მოახერხა, ჯამში 200 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე გავიდა.







