საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში პსჟ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ მონაკოს დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა.
ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ შეხვედრაში პსჟ-ს მაისურით სადებიუტო გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელმაც მეკარე და მცველი ერთი ცრუ მოძრაობით მოატყუა და მარტივად შეასრულა.
აღნიშნულ მატჩში კვარაცხელია 67-ე წუთზე შეცვალე და ერთ-ერთი გამორჩეული, 7.8 შეფასება მიიღო.
ამ გამარჯვებით ლუის ენრიკეს გუნდმა 53 ქულა დააგროვა და კონკურენტებთან სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.