დღეს გაიმართება საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრა პსჟ-სა და ლანსს შორის. ტრავმის გამო მატჩს დეზირე დუე და უსმან დემბელე გამოტოვებენ.
მატჩის წინ კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა, რომელსაც კვარაცხელიას პოზიციაზე ჰკითხეს.
"სად ითამაშებს კვარაცხელია? - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მარცხნივ და ვინ მარჯვნივ, ბარკოლა თუ კვარა. მათ დავამატებდით მბაიერსაც, რომელიც ბრწყინვალე შემტევია. 20-ვე ფეხბურთელმა იცის, როგორ ითამაშოს მარჯვენა ფლანგზეც და მარცხენაზეც", - განაცხადა ენრიკემ.
თუ ფრანგული გამოცემების სავარაუდო შემადგენლობად დავუჯერებთ, კვარაცხელია დღევანდელ მატჩში მარცხენა შემტევად, რამოშთან და მბაიესთან ერთად უნდა ვიხილოთ.








