შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა — 29 წლის ქართველმა შემტევმა კი სრულად ითამაშა და პენალტების სერიაში მიიღო მონაწილეობა.
თერთმეტმეტრიანების სერიაში ატლანტა იუნაიტედმა 5:4 მოიგო და 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მესის ინტერ მაიამის შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო, გადამწყვეტი პენალტი, სწორედ საბა ლობჟანიძემ გაიტანა და გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.








