ATP თბილისის ჩელენჯერის გამარჯვებული ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე გახდა.
23 წლის ქართველმა ფინალურ შეხვედრაში იტალიელი ფედერიკო ჩინა ორ სეტში, 7:6 (7:5), 6:4 დაამარცხა. მატჩი ერთ საათსა და 34 წუთს გაგრძელდა.
ფურცელაძემ თბილისში გამართულ ტურნირზე, ფინალამდე ბრიტანელ ჯაილი ჰასი, უზბეკი სერგეი ფონმინსა, ესტონელ დანიილ გლინკა და ამერიკელი მარტინ დამი დაამარცხა.
საბამ ამ გამარჯვებით, 8 350 დოლარი და 50 სარეიტინგო გამოიმუშავა.
რაც შეეხება ATP-ს რეიტინგს,საბა ფურცელაძე ამ დროისთვის, მისთვის რეკორდულ, 286-ე ადგილზეა, თუმცა გამომუშავებული სარეიტინგო ქულებით, ქართველი საუკეთესო 250 ჩოგბურთელს შორის მოხვედრას შეძლებს.
თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირში 25 ქვეყნის 64-მა ჩოგბურთელმა მიიღო მონაწილეობდა.








