2025 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე რუმინეთის ეროვნული გუნდი 43:5 დაამარცხა. შეხვედრის ორივე ტაიმი წარიმართა "ბორჯღალოსნების" სრული უპირატესობით. პირველ ნახევარში მასპინძლებმა მეტოქეს 29:0 მოუგეს.
შეხვედრის საერთო სურათი კი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. ფინალში ჩვენი გუნდი შეხვედება ესპანეთის ნაკრებს, რომელმაც სტუმრად პორტუგალიის ეროვნულ გუნდს 42:31 მოუგო. დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ლუკა მატკავა.