პრემიერ ლიგის მე-13 ტური გრძელდება. ოლდ ტრაფორდზე ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და ევერტონი დაუპირისპირდნენ, სადაც მაყურებელმა მასპინძელი გუნდის სრული დომინაცია იხილა. რუბენ ამორიმის ბიჭებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს, რასაც ლოგიკური დასასრული ჰქონდა. "წითელმა ეშაკებმა" ევერტონი უშანსოდ, 4:0 გაანადგურეს.
მანჩესტერ იუნაიტედის მხრიდან 2-2 გოლის გატანა მარკუს რაშფორდმა და ჯოშუა ზირკზემ მოახერხეს. აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ბრუნო ფერნანდეშისა და ამად დიალოს პერფორმანსიც. როგორც პორტუგალიელმა, ისე კოტ-დ'ივუარელმაც ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
რუბენ ამორიმის გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 19 ქულა მოაგროვა და მე-9 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება შონ დაიჩის გუნდს, ევერტონი 11 ქულით, მე-15 პოზიციაზე დარჩა.
რუბენ ამორიმმა მანჩესტერული თავგადასავალი საკმაოდ კარგად დაიწყო — 3 მატჩიდან მისმა გუნდმა ორი გამარჯვება მოახერხა, ერთი კი ფრედ დაასრულა.