ნაპოლის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი გავლენიანი კომპანიის, Transfermarkt-ის მიხედვით ბოლო საათების ყველაზე ნახვადი და ხშირად ძიებადი ფეხბურთელია.
გასაკვირი არაა, რადგან კვარაცხელიას ტრანსფერის გარშემო დიდი აჟიოტაჟია. კვარას ნაპოლის დატოვება სურს, მისი დამატების მსურველი კი ბევრია - პსჟ, ნიუასლი, მანჩესტერი, ჩელსი და ლივერპული.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გაგრძელდება ხვიჩას მომავალი, თუმცა ფაქტია, დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება ქართველის მიმართაა.
ბოლო საათების ყველაზე ნახვადი ფეხბურთელები:
1. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
2. კრიშტიანო რონალდუ (ალ ნასრი)
3. ომარ მარმუში (აინტრახტი)
4. ჯუდ ბელინგემი (რეალი)
5. რაულ ასენსიო (რეალი)