პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, ამავე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთხელ შეაქო.
"მიუხედავად ასაკისა, კვარაცხელია ევროპულ ფეხბურთში უკვე საკმაოდ ცნობადი მოთამაშე გახდა.
ყველაზე მეტად მისი დაცვითი ფუნქციების გაუმჯობესება მომეწონა. როცა მეტოქის პრესინგი გვჭირდება, პირველი ის მირბის ხოლმე", - განაცხადა ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის შემდეგ ტურში კვარაცხელიას პსჟ დავითაშვილის სტ.ეტიენს დაუპირისპირდება.