როსონერი კარგ ფორმაში შევიდა - მორიგი 3 ქულა

პირველ ტაიმში უპირატესობა მთლიანად სტუმრების მხარეს იყო, 44-ე წუთზე კი ტეო ერნანდესმა საკმაოდ ლამაზი გოლის გატანა მოახერხა. მეორე ტაიმი მილანმა კვლავ კარგად დაიწყო, პულისიკმა კი მორიგი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ჰელას ვერონას სიტუაცია ცოტათი დაძაბა - ნოსლინმა საკმაოდ ლამაზი გოლის გატანა მოახერხა. ამის შემდეგ მოედანზე ჩუკვუეზე შევიდა, რომელმაც მე-80 წუთზე ულამაზესი გოლიც გაიტანა.
როსონერიმ ამ გამარჯვებით 62 ქულა მოაგროვა და იუვენტუსს 3 ქულით გაასწრო.







