ასტრონომიული თანხები თანამედროვე ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. საინტერესოა, რომელი ფეხბურთელი არის ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი? სწორი პასუხია ბარსელონას ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც ყოველწლიურად €33 მილიონს იღებს. ერთ კვირაზე რომ გადავანაწილოთ, პოლონელი გოლეადორის ხელფასი €640,000-ს შეადგენს.
როგორც ვხედავთ, ამ კომპონენტში ლა ლიგა ლიდერობს. რაც შეეხება სხვა ჩემპიონატებს, პრემიერ ლიგაში პირველ ადგილზე, წელიწადში 32 მილიონით, არის მანჩესტერ სიტის ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი. სერია ა: დუშან ვლაჰოვიჩი, €19 მილიონი, ბუნდესლიგა: ჰარი კეინი - €25 მილიონი, ლიგა 1: აშრაფ ჰაკიმი - €21 მილიონი.
ლა ლიგა: რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) - €33 მილიონი წელიწადში
პრემიერ ლიგა: ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი) - €32 მილიონი წელიწადში
ბუნდესლიგა: ჰარი კეინი (ბაიერნი) - €25 მილიონი წელიწადში
ლიგა 1: აშრაფ ჰაკიმი (პარის სენ-ჟერმენი) - €21 მილიონი
სერია ა: დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი) - €19 მილიონი