ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებულად გაეშვა. 7 ტურის შემდეგ, ლიგის ფაზაში საინტერესო მდგომარეობაა. ლივერპულმა და ბარსელონამ პირველ 8 გუნდში ადგილი გაინაღდეს, ხოლო მანჩესტერ სიტის პრობლემები გრძელდება. ლიგის ფაზის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი.

ჩემპიონატები მომდევნო სეზონში დამატებითი ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებენ — განახლებულ რეიტინგში, საუკეთესო შედეგი ინგლისს აქვს - 15.714 ქულა. რეიტინგში მეორე ადგილზე, 14.687 ქულით, იტალიაა (მეორე ადგილიც ერთ დამატებით გუნდს ნიშნავს), მესამე პოზიციას კი ესპანეთი იკავებს, კერძოდ 13.857 ქულით.
დანარჩენი ქვეყნების ქულები ბოლო განახლებით ასე გამოიყურება:
ქულების დათვლა უეფას სამივე ტურნირზე მიღწეული წარმატებით განისაზღვრება. ქულების დათვლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად, დიდი შანსია ცხრილში სიტუაცია შეიცვალოს.