ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებულად გაეშვა. 6 ტურის შემდეგ, ლიგის ფაზაში საინტერესო მდგომარეობაა. ლივერპულმა და ბარსელონამ პირველ 8 გუნდში ადგილი თითქმის გაინაღდეს, ხოლო მანჩესტერ სიტის, რეალ მადრიდისა და პსჟ-ს პრობლემები კი გრძელდება. ლიგის ფაზის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. საინტერესო სიტუაციაა ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზეც.
ჩემპიონატები მომდევნო სეზონისთვის დამატებითი ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებენ — განახლებულ რეიტინგში, საუკეთესო შედეგი ინგლისს აქვს - 13.642 ქულა. რეიტინგში მეორე ადგილზე 12.109 ქულით იტალიაა (მეორე ადგილიც ერთ დამატებით გუნდს ნიშნავს), მესამე პოზიციას კი პორტუგალია იკავებს, კერძოდ 11.755 ქულით.
დანარჩენი ქვეყნების ქულები ბოლო განახლებით ასე გამოიყურება:
ქულების დათვლა უეფას სამივე ტურნირზე მიღწეული წარმატებით განისაზღვრება. ქულების დათვლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად, დიდი შანსია ცხრილში სიტუაცია შეიცვალოს.