სერი ა-ს 23-ე ტურში ნაპოლიმ სტუმრად რომასთან ითამაშა ფრე, 1:1. ანგარიში გახსნეს სტუმრებმა პირველ ტაიმში ლეონარდო სპინაცოლას გოლის შემდეგ. "ჯალოროსისთვის" კი ქულის გადარჩენა შეძლო ანხელინო ესმორისმა, თანაც 92-ე წუთზე. ქულების დაკარგვის მიუხედავად, "პარტენოპეი" 54 ქულით პირველ პოზიციაზე რჩება.
დღეს, დერბი დელა მადონინაში ასევე ფრე ითამაშა მილანის ინტერმაც, რითაც "ლურჯებთან" ჩამორჩენა კვლავ სამი ქულა დარჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ "ნერაძურის" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ბოლოს კი დავამატებთ იმასაც, რომ მარადონას ბინადრებმა იტალიის ჩემპიონატში ქულები 8 დეკემბრის შემდეგ, პირველად დაკარგეს.
ანტონიო კონტეს გუნდი იმ შეხვედრაში დამარცხდა რომის სხვა წარმომადგენელთან - ლაციოსთან. იმის შემდეგ, სერია ა-ს ლიდერმა ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგო.