სერია ა-ს 37-ე ტურში რომამ დერბი დელა კაპიტალეში თანაქალაქელი ლაციო დაამარცხა ანგარიშით 2:0, რითაც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. აღსანიშნავია ისიც, რომ "ჯალოროსის" იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში დაუგროვდა 22 მოგება, მეტი აქვს მხოლოდ მილანის ინტერს, 27.
რაც შეეხებათ "მგლების" კონკურენტებს, იუვენტუსი საკუთარ კედლებში მოულოდნელად დამარცხდა ფიორენტინასთან, მილანმა იმარჯვა ჯენოასთან, ნაპოლიმ - პიზასთან, კომომ კი პარმასთან. იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურის შემდეგ, 4-ეულში "ნერაძურის" გარდა რჩებიან "როსონერი", "პარტენოპეი" და სწორედ ოლიმპიკოს მკვიდრები.
| რომა 2:0 ლაციო |
| იუვენტუსი 0:2 ფიორენტინა |
| ჯენოა 1:2 მილანი |
| პიზა 0:3 ნაპოლი |
| კომო 1:0 პარმა |








