რომან დოლიძემ UFC-ის 307-ე ღონიესძიებაზე კევინ ჰოლანდი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ბრძოლა თავდაპირველად მიმდინარეობდა დგომში და უპირატესობა თავიდან ჰქონდა ამერიკელს, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ქართველმა ბრძოლა პარტერში გადაიყვანა. ზუსტად აქ გამოჩნდა სხვაობა მებრძოლებს შორის.
ერთ-ერთი საბრძოლო ეპიზოდის დროს, "კავკასიელმა" მოწინააღმდეგეს მიაყენა ნეკნის ტრავმა, რის შედეგადაც "ნოვატორმა" ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო. ამის შედეგად, 36 წლის მებრძოლმა თავის ანგარიშზე ტექნიკური ნოკაუტით მოგება ჩაიწერა. ბრძოლის შემდეგ, მან რობერტ უიტეკერთან და ხამზატ ჩიმაევთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა.