სეზონის პირველი სენსაცია! რომამ დანიელე დე როსი დაკავებული თანანმდებობიდან გაათავისუფლა. იტალიურმა კლუბმა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, სულ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
41 წლის სპეციალისტი "ჯალოროსიში" 16 იანვრიდან მოყოლებული მუშაობდა. თავიდან მხარეებს შორის დროებითი, 6-თვიანი ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა კარგი მეორე წრის შემდეგ, უფროსობამ კლუბის ლეგენდას სრულფასოვანი კონტრაქტი შესთავაზა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გუნდი საკმაოდ გაძლიერდა, დაიხარჯა სოლიდური თანხა, თუმცა ამის მიუხედავად, რომამ 2024/25 სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, რასაც დანიელე დე როსის გუნდიდან გაშვება მოჰყვა.
ამ მომენტისთვის ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაიბარებს რომას.