დოკუმენტური ფილმის ახალ სერიაში, რომელიც ეძღვნება ლუის ენრიკეს სადებიუტო სეზონს პარის სენ-ჟერმენში, გადმოცემულია ბარსელონასთან შეხვედრის შესახებ ჩემპიონთა ლიგაზე. ესპანელი ტაქტიკოსი საუბრობს კატალონიური კლუბის შესახებ, როდესაც ამ გუნდში დამრიგებლად ჯერ კიდევ ჩავი ერნანდესი მუშაობდა.
პსჟ-ს მწვრთნელმა გაიხსენა ის ფაქტი, რომ მას "ბლაუგრანასთან" ჰქონდა მოლაპარაკებები გუნდში დაბრუნების თაობაზე. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" პარიზელებთან წააგეს. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი დასრულდა მათი მოგებით, ანგარიშით 3:2, საპასუხო თამაშში კი ენრიკეს გუნდმა ჩავის კოლექტივი 4:1 გაანადგურა.
"ბარსელონასთან კონტაქტი მქონდა. ჩემს აგენტს ვუთხარი - ჰკითხე მათ, სერიოზულად ფიქრობენ თუ არა ისინი ჩემი დაბრუნების თაობაზე. თუ ჩავი გახდება პრიმერა დივიზიონის ჩემპიონი და კოპა დელ რეის გამარჯვებული, მაინც დამიძახებდნენ? პასუხი უკვე ვიცოდი. ალბათ, რომ მომეცადა, კატალონიაში დაბრუნებას შევძლებდი", - განაცხადა ესპანელმა ტაქტიკოსმა.