UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა საშუალო წონით დივიზიონში, კრის უაიდმანმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მოახლოებული ბრძოლის თაობაზე ისაუბრა. ამერიკელი ვეტერანის თქმით, ქართველმა მებრძოლმა რუს მოწინააღმდეგეს კვლავ სიძულვილით უნდა შეხედოს ისე, როგორც 1-ელი ჩხუბისას.
"მგონია, რომ მათი პირველი ბრძოლის დროს დვალიშვილს იანი მართლაც სძულდა. მეტოქეს როგორც რუს მტერს, ისე უყურებდა. ის საუბრობდა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, ასევე ქვეყნებს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებზე. მერაბმა ეს ყველაფერი მიიტანა გულთან ახლოს და პიოტრის განადგურება მოინდომა.
მეორე ბრძოლის დროს ქართველი ჩემპიონი ასეთი აღარ ყოფილა. მინდა ვნახო ისეთი სიძულვილი, როგორიც პირველი დაპირისპირების დროს სუფევდა. "მანქანას" სურდა რუსი მოწინააღმდეგის მოკვლა და ეს შთამბეჭდავი იყო", - განაცხადა ნიუ იორკელმა ვეტერანმა.















