"საღამო მშვიდობისა ყველას, პირველ რიგში, მადლობა ყველას, ბევრი შეტყობინება მივიღე, მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ ბაიონში. თავს კარგად ვგრძნობ, კარგად ვარ, წინ ლიონი,"- ამის შესახებ, დავით ნინიაშვილმა "ლიონის" ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა.
შეგახსენებთ, ქართველმა მორაგბემ საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-20 ტურში, "ავირონ ბაიონესთან" სტუმრად გამართულ მატჩში, 32-ე წუთზე, მეტოქესთან უმძიმესი შეჯახებისას გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.








