ლიგა 1-ში ყველაფერი მიმდინარეობს პარის სენ-ჟერმენის კარნახით, თანაც ისე, რომ დედაქალაქელების შემჩერებელი არავინ ჩანს. საინტერესოა, როგორი იქნებოდა ლიონის შემადგენლობა ახლა, ფეხბურთელები რომ არ გაეყიდა. შეძლებდა თუ არა ეს გუნდი პსჟ-ს ჰეგემონიის დამხობას?
მეკარეები: უგო ლორისი, ანტონი ლოპეში.
ცენტრალური მცველები: პიერ კალულუ, კასტელო ლუკება, იოაკიმ ანდერსენი, სამუელ უმტიტი.
განაპირა მცველები: ფერლან მენდი, მალე გუსტო, ნიკოლას ტალიაფიკო, მატია დე შილიო.
ცენტრალური/შემტევი ნახევარმცველები: ბრუნო გიმარაეში, ლუკას პაკეტა, რაიან შერკი, კორენტინ ტოლისო, ტანგი ნდომბელე, ტიაგო ალმადა.
თავდამსხმელები/ვინგერები: ქარიმ ბენზემა, მემფის დეპაი, ალექსანდერ ლაკაზეტი, ჟან-ფილიპ მატეტა, გიორგი მიკაუტაძე, ბრედლი ბარკოლა.
როგორც ვხედავთ, ოლიმპიკის შემადგენლობაში ადგილი ქართველი თავდამსხმელისთვის მოიძებნა. საინტერესო იქნებოდა, თუ როგორ წარმოაჩენდა თავს რონელთა ამჟამინდელი ვარსკვლავი, ისეთი გამორჩეული ვეტერანების გვერდით, როგორებიც ბენზემა და დეპაი არიან. ცნობისთვის, მის გვერდით იქნებოდა ბარკოლაც, რომელიც ამჟამად სწორედ პარიზში თამაშობს.