დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრა პსჟ-სა და ლივერპულს შორის.
გავლენიანი გამოცემები ვარაუდობენ, რომ ამ შეხვედრაში პარიზელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იქნება.
თუმცა არ არის გამორიცხული, ლუის ენრიკემ აქცენტი კვლავ სრულად შეტევაზე გააკეთოს, დეზირე დუე შედარებით უკან დაწიოს და კვარა-ბარკოლა-დემბელეს ტრიოთი ითამაშოს.
მით უმეტეს, ამ შემადგენლობით თამაშისას, ენრიკეს გუნდი ყველაზე მეტ სახიფათო მომენტს ქმნის.