დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია უახლოეს დღეებში პსჟ-ს ფეხბურთელი გახდეს.
კვარას ნაპოლის დატოვება სურს, რაც კონტემაც დაადასტურა. ჯერჯერობით, ყველაზე რეალური მსურველი სწორედ პარიზული გრანდია.
საინტერესოა, როგორი იქნება პსჟ-ს შემადგენლობა კვარაცხელიას გადასვლის შემთხვევაში.
მოგეხსენებათ, ლუის ენრიკეს მარცხენა შემტევის პოზიციაზე ბარკოლა ჰყავს, რომელიც კვარას მთავარი კონკურენტი იქნება.
ფორვარდის პოზიციაზე ადგილს რამოში იკავებს, თუმცა ვინაიდან მას ბევრი მატჩი უცდება ხოლმე, შესაძლოა ამ პოზიციაზე სწორედ ბარკოლა დადგეს და მან, კვარამ და დემბელემ ხშირად ცვალონ პოზიციები.