მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლი ოფიციალურად დატოვა, იტალიური კლუბი ქართველი ფეხბურთელის შემცვლელის ძიებაშია.
ადეიემი, გარნაჩო და სხვები - ბოლო დღეებში, იტალიურ გამოცემებში ბევრ ფეხბურთელზე დაიწერა, თუმცა ჯერჯერობით, ნაპოლისგან არაფერი არ ისმის.
როგორ უნდა შეცვალოს გუნდმა კვარა? - იტალიური პრესის ცნობით, კონტეს ახალი იდეა გაუჩნდა და საერთოდ არ თვლის საჭიროდ, რომ ზამთარში ახალი მარცხენა შემტევი მოიყვანოს. ის წინა ხაზით კმაყოფილია და ეს გასულ შეხვედრებში დაფიქსირებული კარგი შედეგებიდანაც გამომდინარეობს.
შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ მომდევნო საათებში ნაპოლიმ შემტევი აღარ დაიმატოს. ამ პოზიციაზე გუნდს დავიდ ნერეში ჰყავს, რომელიც უკონკურენტოა. წინა ტურებში ვნახეთ, რომ გაჭირვების დროს კონტე წინ სპინაცოლას აყენებს.
შემტევის ნაცვლად, ნაპოლი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცენტრალური მცველის შეძენას შეეცდება.