სულ რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე ინგლისის ლიგა 1-ის კლუბის, უიკომ უონდორერსის, საკონტროლო აქციების, 90%-იანი წილის მფლობელი გახდა. საფეხბურთო კლუბი უიკომბ უონდერერსი 1887 წელს დააარსდა. ამჟამად გუნდი ინგლისის ლიგა 1-ში ასპარეზობს, რომელიც რანგით მესამე დივიზიონია. უიკომბმა სეზონი მე-10 პოზიციაზე დაასრულა.
როგორც ცნობილი ხდება, კლუბის პრეზიდენტად კვლავ რობ კუგი დარჩება, რომელიც კლუბს 2020 წლიდან ფლობდა.
უიკომბის ფანებმა მიხეილს მხარდაჭერა სოციალურ ქსელებში გამოუცხადეს:
დეივ მერედითი: "რობ კუგმა დიდი სამუშაო გასწია, იმედია, ახალი მფლობელიც ღირსეულად გააგრძელებს კლუბის შენებას."
კრის პერინი: "კარგია რომ კუგი გუნდში რჩება, ის მიხეილს დიდ დახმარებას გაუწევს."
ჯეი ბარტლეტი: "კუგმა რაც ამ კლუბისთვის გააკეთა შეუფასებელია და ამისთვის მადლობას სულ გადავუხდით. დიდი იმედი მაქვს, ახალი მფლობელებიც კლუბისა და ფანების ერთგულები იქნებიან."
ჯეიმი კოული: "მიხეილ, კეთილი იყოს თქვენი და თვენი გუნდის ჩვენთან მობრძანება. იმედი გვაქვს, კლუბის განვითარებას ხელს შეუწყობთ."
სტივ ჯონსონი: "იმედია იგივე არ დაგვემართება რაც რედინგს... რობს ბოლომდე ვენდობოდით, ახლა კი დრო გვიჩვენებს რა სურთ ახალ მფლობელებს."
ჯონ ევანსი: "წარმატებები მიხეილს. თქვენ შეიძინეთ კლუბი, რომელსაც აქვს დიდი ისტორია და ტრადიციები. იმედია, თქვენთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ."