მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე რევაზ დავითაძემ ვერცხლის სამი მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.
96 კგ. წონით კატეგორიაში ქართველთაგან ფიცარნაგზე, მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, რევაზ დავითაძე და ირაკლი გობეჯიშვილი გავიდნენ.
რევაზ დავითაძემ ატაცში მ 167 / 171 / 174 კგ. დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა აკვრაში 201/205 კგ. დააფიქსირა და ასევე ვერცხლის მედალს დაეუფლა. ორჭიდის ჯამში კი 279 კილოგრამით, მეორე პოზიცია და ვერცხლის მედალი ერგო.
ირაკლი გობეჯიშვილმა ატაცში (161 / 166 კგ.) მე-4 ადგილი დაიკავა, აკვრაში (188/194 კგ.) მე-7 პოზიციაზე გავიდა. ორჭიდის ჯამში კი (360 კგ.) მეხუთე იყო.
შეგახსენებთ, ევროპირველობაზე ამ დრომდე ქართველთაგან მედლები რამინ შამილიშვილმა (55 კგ. ორი ბრინჯაო) და გოდერძი ბერდელიძემ (61 კგ.) მოიპოვეს. შამილიშვილმა აკვრასა და ორჭიდში ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. ბერდელიძემ ევროპის ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა, ატაცში ბრინჯაო, აკვრასა და ორჭიდში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ხვალ ქართველთაგან ფიცარნაგზე - 109 კგ.-ში ზაზა ლომთაძე და ლონგინოზ ბრეგვაძე გავლენ.








