ვესტ ჰემ იუნაიტედთან შეხვედრაში მოჰამედ სალაჰმა მორიგი დასამახსოვრებელი პერფომანსი შემოგვთავაზა. ინგლისის დედაქალაქში მან ამჯერად ერთი გატანილი ბურთი და ორი ასისტი გაიფორმა. ეგვიპტელი ფორვარდი მიმდინარე სეზონში ნამდვილი რეკორდების მანქანა არის. გთავაზობთ ლივერპულის ლიდერის რამდენიმე უნიკალურ მიღწევას.
"წითლების" მე-11 ნომერი ერთადერთი ფეხბურთელია თავისი გუნდის ისტორიაში, რომელმაც 20+ გოლი ზედიზედ რვა სეზონში გაიტანა. ამის გარდა, "ფარაონმა" 2024 წელი 52 შედეგიანი ქმედებით (29 ბურთი, 23 ასისტი) დაასრულა. პრემიერ ლიგის ერაში 50-იან ნიშნულამდე მერსისაიდელთა მხოლოდ ერთი მოთამაშე ავიდა: ისევ და ისევ სალაჰი, 2018-ში.
ეგვიპტელმა თავდამსხმელმა დაამხო სხვა "სქაუზერის", ლუის სუარესის რეკორდი ერთ თვეში განხორციელებული შედეგიანი ქმედებების მაჩვენებლით. ურუგვაელი ფორვარდის ანგარიშზე 2013-ში იყო 13 ქმედება, მომ კი წლის ბოლო თვეს 14 შემოგვთავაზა. ამის გარდა, პრემიერ ლიგაში მას დაუგროვდა 82 ასისტი, რითაც ენფილდელთა ბინადრების ლიდერმა დევიდ ბექჰემს გადაასწრო (80).